რუსეთის ჯარები,
რომლებიც დიმიტრი მედვედევსა და ნიკოლა სარკოზის შორის მიღწეული შეთანხმების
შესაბამისად სამხრეთ ოსეთიდან უნდა გასულიყვნენ, დიდი ხანია გაყვანილები არიან.
ამის შესახებ ცხინვალელმა ექსპერტმა ინალ პლიევმა განაცხადა, რომელმაც
საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებზე
გააკეთა კომენტარი.
„სარკოზიმ, ჯერ
კიდევ პრეზიდენტის პოსტზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ შეთანხმება სრულად
შეასრულა და ამ საკითხზე რუსეთთან
რაიმე პრეტენზიის არსებობა შეუძლებელია.
ჯარები, რომლებიც ახლა სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან - სრულიად სხვა ჯარებია. ისინი
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ
შევიდნენ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც რუსეთმა და სამხრეთ
ოსეთმა მოაწერეს ხელი“ - აცხადებს პლიევი.
ცხინვალელი ექსპერტის
თქმით, ჰილარი კლინტონის განცხადებები „გაუმართლებელი ჩარევაა სხვის საშინაო
საქმეებში“, კერძოდ, ცხინვალისა და მოსკოვის საქმეებში.
internet.ge