“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროქტი პირველი მოსმენით მიიღეს
პარლამენტმა, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროქტი, პირველი მოსმენით, 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.
როგორც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, არსებობს შეუთანხმებებლი საკითხები, თუმცა მათი განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კიდევ გაგრძელდება.
ცვლილებების მიუხედავად, კანონის არსი იგივე რჩება. შესაბამისად, ის პარტიების ფინანასების გამჭვირვალობისკენ იქნება მიმართული.
ცვლილებების თანახმად, კანონში პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება აღარ იარსებებს; პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს შეზღუდვები დაუწესოს; დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება; ამომრჩეველს პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება; პირს სამეწარმეო საქმიანობა არ შეეზღუდება, თუ ის უშუალოდ საარჩევნო მიზნებს არ უკავშირდება; შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა.
Internet.ge