კოალიცია
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური, დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაის მცხოვრებთა პრობლემებით დაინტერესდა.
კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების“ დმანისის ოფისში მორიგი სამუშაო შეხვედრის დროს ცნობილი გახდა, რომ სოფელ ირგანჩაის მიწები მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის მამას აქვს მისაკუთრებული და სოფლის მაცხოვრებლებს არ აძლევს საშუალებას საქონელი ამ მიწებზე აძოვონ.
ზვიად
ძიძიგურის
განცხადებით,
კოალიცია ამ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის და სოფელს გვერდით დაუდგება.
Internet.ge