ცხინვალის ე.წ.
პარლამენტმა „სახელმწიფო ენების შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც რუსულ
ენას, ოსურთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭა.
ამის შემდეგ ე.წ. სახელმწიფო
დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან საქმის წარმოება რუსულ და ოსურ ენებზე
განახორციელონ.
როგორც ე.წ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ განაცხადა, მართალია, კანონში ორ
სახელმწიფო ენაზეა საუბარი, მაგრამ ოსური ენა უპირატესობას მაინც ინარჩუნებს.
კერძოდ, კანონში აღნიშნულია, რომ უნდა გატარდეს პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანიც,
ისურის, როგორც ნაციონალური ენის შენარჩუნება და განვითარებაა.
internet.ge