GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კლინტონის ინიციატივამ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მწვავე რეაქცია გამოიწვია
19:04 06.06.2012
დღის სიახლეები

ჰილარი კლინტონის ინიციატივამ, რომლის თანახმადაც  ნეიტრალური პასპორტების მქონე ცხინვალისა და აფხაზეთის მოქალაქეებს აშშ-ში სასწავლებლად და სამოგზაუროდ ჩასვლის უფლება მიეცემათ, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „შეშფოთებაა“ გამოხატული და აღნიშნულია:

„სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 5 ივნისს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ცხინვალში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნისა და პოლიტიკოსის მხარდაჭერამ თბილისის არარეალური წინადადებების მიმართ“.

განცხადებაში, ასევე, მითითებულია, რომ ამ დოკუმენტების „ფართოდ დეკლარირებული ნეიტრალობა“ რეალობას არ შეესაბამება, რადგანაც გრაფაში „ქვეყნის კოდი“ საქართველოა მითითებული.

მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ „ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდის წინ, ასეთი ნაბიჯები ნეგატიურად იმოქმედებს მოლაპარაკებათა პროცესზე და საქართველოს უბიძგებს კვლავაც უარი თქვას ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე“.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დასაქმების მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა1
სახალხო დამცველის თანამდებობა უმრავლესობამ ნინო ხატისკაცს შესთავაზა2
გრიგოლ ვაშაძე პოლონელ და ლიტველ კოლეგებს შეხვდა3
ცესკო-ში პარტიული სიების შეტანის ვადა იწურება4
დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გზებზე გადაადგილების პრობლემები შექმნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X