დღეს, ბიუროს
რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, საკონსიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდება.
საკონსტიტუციო ცვლილებები ლაზიკას სტატუსს უკავშირდება. კერძოდ,
ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება.
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, საგადასახადო რეჟიმი
ლაზიკაში შედარებით ლიბერალური იქნება, ვიდრე
დანარჩენ საქართველოში, ამავდროულად, მას მაღალი დონის
თვითმმართველობა ექნება.
მმართველი გუნდის მტკიცებით, თვითმმართველობისა და საგადასახადო კუთხით,
ბევრი ნოვაცია იქნება
წარმოდგენილი, რომელიც სხვა
თვითმმართველობაში არ არსებობს.
შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ავტორი პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილია. ლაზიკასთვის
სპეციალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი, ერთი თვის წინ, პარლამენტმა
საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომლის წევრები არიან
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე
კონსტიტუციონალისტები. ცვლილებებზე მსჯელობა ერთი თვის განმავლობაში, ექსპერტებთან
ერთად ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.
Internet.ge