ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გააკრიტიკა,
რომელიც მიტინგების კანონმდებლობის დარღვევისათვის კოლოსალურ ჯარიმებს აწესებს და
აქციების გამართვის ახალ წესებს აკანონებს, რაც თავისუფალი შეკრებების ორგანიზების
შესაძლებლობას მაქსიმალურად ზღუდავს.
როგორც ასამბლეის
მომხსენებლებმა რუსეთის საკითხზე ანდრეას გროსმა და დვერდ ფრუნდამ განაცხადეს,
დემონსტაციის უფლების შეზღუდვა ქვეყნის სამომავლო დემოკრატიზაციაზე უარის თქმას
ნიშნავს და კრემლმა არ უნდა დაუშვას ამ კანონის ძალაში შესვლა.
სტრასბურგი
მოუწოდებს ვლადიმერ პუტინს, არ მოაწეროს ხელი რუსეთის დუმისა და ფედერაციის საბჭოს
მიერ მიღებულ კანონს.
ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას ასამბლეაში რუსეთის დელეგაცია გამოეხმაურა. მისი
ხელმძღვანელის მოადგილის ლეონიდ სლუცკის თქმით, კანონის მიღება რუსეთის საშინაო
საქმეა, რაშიც გარედან ჩარევა მიუღებელია.
Internet.ge