შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებმა, მათ შორის,
რუსეთმა და ჩინეთმა, სირიაში სამხედრო ჩარევისა და ხელისუფლების „ძალდატანებითი“ შეცვლის
დაუშვებლობის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ორგანიზაციის სამიტის საბოლოო დეკლარაციაშია
ნათქვამი.
წევრმა ქვეყნებმა - რომელთა შორის, ასევე, არიან ყაზახეთი,
ჩინეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი, - ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის
ქვეყნების საქმეებში სამხედრო ჩარევის მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულებაც გამოხატეს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დეკლარაციაში, ასევე,
აღნიშნულია, რომ „აუცილებელია სირიის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ძალადობის შეჩერება,
საიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი“. წევრი ქვეყნები ხაზს უსვამენ „სირიის კონფლიქტის
მშვიდობინი გადაწყვეტის უპირატესობას პოლიტიკური დიალოგის გზით“.
Internet.ge