ვლადიმერ
პუტინის მიერ დანიშნულ ახალ კადრს მართალია, ზოგადად სამხრეთ კავკასიის ქვეყნები
და მათ შორის, ოკუპირებული რეგიონები აბარია, მაგრამ ამ ჩამონათვალში საქართველოს
ხსენება, მაინც
მოულოდნელი აღმოჩნდა.
ოფიციალურ
წყაროებზე დაყრდნობით,
რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთაშორისი და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნულია სერგეი ჩებოტარევი, რომელიც „კურირებას გაუწევს საქართველოსთან,
აზერბაიჯანთან, სომხეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებს“.
ამავე ინფორმაციის თანახმად,
ჩებოტაროვი თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საარჩევნო
პროცესში, რომლის დროსაც რეგიონში დაძაბულობა წარმოიქმნა.
საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებთან მიმართებაში ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს უკვე მეორე დანიშვნაა კრემლში. მანამდე
ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებებს, მათი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით ტატიანა გოლიკოვა უხელმძღვანელებს და ის
ამ საკითხებში ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იქნება.
Internet.ge