საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, შოთა მალაშხიას შეფასებით, საბჭოთა მენტალიტეტის რუსეთს, საქართველოსადმი საერთაშორისო დონის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღიზიანებს.
როგორც ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის შეფასებასთან დაკავშირებით, მალაშხიამ განუცხადა,
რუსეთმა საქართველოს ხელისუფლების დამხობა ვერ მოახერხა. კრემლი აცნობიერებს, რომ მას საქართველოს დეოკუპაცია და
მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუწევს.
დეპუტატის
მტკიცებით, რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის და ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თბილისის რევანშისტულ მისწრაფებებს ახალისებს და რუსეთს 2008 წლის „დეჟავიუს“ შეგრძნება აქვს.
Internet.ge