საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალი
წლიდან გამოცდები მხოლოდ სკოლაში გაიმართება, ჩატარდება 8 გამოცდა და ერთი ტესტი
უნარჩვევებში, რისი შედეგებითაც ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში
ჩაირიცხებიან.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა მასწავლებლებთან შეხვედრისას
გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ეროვნული გამოცდების პროგრამა წარმატებული იყო,
თუმცა ამ ყველაფერს პრობლემები მოჰყვა.
„ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ მოსწავლეები, მხოლოდ ეროვნული
გამოცდებისთვის ემზადებოდნენ და სკოლაში არაფერს აკეთებდნენ. სკოლები დაცარიელდა,
დიმიტრი შაშკინმა და ჩვენ ყველამ ერთად კი, შევძელით ახალგზარდები
სკოლებში დაგვებრუნებინა. ახლა არის, რომ უნდა ჩააბარო რვა გამოცდა, შემდგომ კიდე
ოთხი, უნდა აიყვანო რეპეტიტორი. ამ ყველაფერმა საზოგადოება ისევ ორ ნაწილად გაყო.
ვისაც ეს ფინანსურად შეეძლო და ვინც ამას ვერ ახერხებდა. ეს ასე აღარ უნდა იყოს“,-
განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, განათლების სამინისტროში ბოლო ერთი წელი კამათში
რომ არ გაეტარებინათ, ახალი მეთოდი უკვე მიღებული იქნებოდა.
„ეროვნული გამოცდები აღარ უნდა ჩატარდეს. წელს ამას ვეღარ მოვასწრებთ
და მომავლი წლიდან ასე იქნება, ბავშვები ჩააბარებენ რვა გამოცდას სკოლაში და
დამატებით უნარჩვევებს“,- განაცხად პრეზიდენტმა.
Internet.ge