პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქუთაისში მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ.
ქუთაისში მომხდარ
ფაქტთან დაკავირებით, სპიკერმა განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე
გააკეთა და ტრაგიკული ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა.
პარლამენტის
თავმჯდომარე გარდაცვილის ოჯახს ღრმა მწუხარებას უცხადებს.
„როგორც მოგეხსენებათ,
ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ქუთაისში მშენებარე პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩო
ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ღრმა
მწუხარებას ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი
დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილნი. კიდევ ერთხელ
ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს“, - აცხადებს სპიკერი.
შეგახსენებთ, რომ
ქუთაისში პარლამენტის გვერდით მდებარე
შენობაში ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულების
შესახებ კი, ოფიციალური ინფორმაცია არ
ვრცელდება. ტრაგიკულ ფაქტს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით, დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლის
საქმე აღიძვრება.
Internet.ge