GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი მიმდინარეობს
09:21 08.06.2012
დღის სიახლეები

ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი მიმდინარეობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხს დააყენებს.

მეორე სამუშაო ჯგუფი აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ პირობებს განიხილავს. იგივე ჯგუფი იმსჯელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

ამასთან, საქართველოს დელეგაცია თანათავმჯდომარეების ყურადღებას გაამახვილებს უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, 4 მაისის ტერორისტული აქტის მცდელობაზე.

ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, დაგეგმილია ოკუპაციის თემის განხილვა. საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გააკეთებს აქცენტს იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო სამართლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ქმედებები სწორედ ოკუპაციას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთზე, როგორც ოკუპანტ ძალაზე, ვრცელდება ყველა ის ვალდებულება, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ჩვეულებითი სამართლის მიერ, ხოლო რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის არცნობა გავლენას არ ახდენს ვითარების საერთაშორისო სამართლებრივ კვალიფიკაციაზე.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალ გამოფენას მასპინძლობს1
შს სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს2
ბარამიძე: არჩევნებში დამარცხება დადუმებას და პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას არ ნიშნავს3
ზაზა ფაჩულიამ ვარჯიში განაახლა4
ნიკოლოზ ხაჩირიშვილი გლდანის მოსახლეობას ჯანდაცვის და დასაქმების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X