აშშ-ის კონგრესი: რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად საქართველოდან რუსეთის ჯარები უნდა გავიდნენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტმა რამდენიმე რეზოლუციის პროექტი განიხილა, მათ შორის „საქართველოს
დემოკრატიული და წარმატებული განვითარებისა და კონფლიქტის საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში გადაწყვეტის სამართლიანი გზების შესახებ“.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ილიანა როს-ლეტინენი
უძღვებოდა. კომიტეტის წევრებმა განცხადებები გააკეთეს საქართველოს სუვერენიტეტისა
და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ. საუბარი იყო, ასევე,
დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო
გარღმავებაზე.
„მსოფლიო თვალს ადევნებს საქართველოს დემოკრატიულ
განვითარებას. ხოლო არჩევნების წარმატებულად ჩატარება ნიშანი იქნება იმისა, რომ ქვეყანა აგრძელებს
დემოკრატიული პროცესების გატარებასა და გაძლიერებას. ეს პროცესები კიდევ ერთი
არგუმენტი იქნება საქართველოს სასარგებლოდ, რათა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის
წევრი“ - განაცხადა როს-ლეტინენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის
დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას
და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანას.
Internet.ge