ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რის გამოც, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ბაღათურიამ დღეს, კომიტეტს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ პროექტი წარუდგინა, რომელიც მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდას ითვალისწინებს.
დეპუტატის
თქმით, პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, სექტემბრიდან 631 ათასი ასაკით პენსიონერი საარსებო მინიმუმთან გათანაბრებულ პენსიას ანუ 168 ლარს მიიღებს.
ოპოზიციონერის
პროექტი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გოდაბრელიძემ დაიწუნა და განაცხადა, რომ მის
მიერ წარდგენილი ცვლილება მოძველებულია, რადგან ის 2010 წლის გათვლებით და მონაცემებით არის შემუშავებული.
„კანონპროექტი არის გადასაწერი, ხარჯები გადასაწერია, პენსიონერთა რაოდენობაც შეცვლილია, ამასთანავე პენსია შინაარსობრივად უკვე შეიცვალა, რაც პროექტში ასახული არ არის. გარდა ამისა, დეტალურად უნდა გაწეროთ ბიუჯეტის ხარჯების რა ნაწილი უნდა შემცირდეს იმისათვის, რომ დამატებით საჭირო 600 მლნ. ლარის მობილიზება მოხერხდეს”, - დასძინა
მან.
კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით,
საარსებო მინიმუმი, ოფიციალური სტატისტიკით, 150 ლარს შეადგენს და თან, ბაღათურიას პროექტი მთავრობის მიერ დაწუნებულია.
უმრავლესობის მიერ
პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ბაღათურიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
internet.ge