„დადგა
დრო, რომ აშშ-მ და საერთაშორისო საზოგადოებამ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სიტყვაზე
დაიჭირონ , - როცა ის ღიად იმქურება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ
ომის განახლებით. ილჰამ ალიევი ძალიან სერიოზული საფრთხეა თავისი რეგიონისთვის, თუ მის მუქარებს ყურადღება არ მიექცევა“ - ნათქვამია ამერიკის სომხური ნაციონალური
კომიტეტის წერილობით მიმართვაში, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
გაიგზავნა.
დიასპორამ
პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას რეკომენდაციებითაც მიმართა, მათ შორის მოთხოვნით,
რომ ამერიკამ შეწყვიტოს ნებისმიერი სახის დახმარება და იარაღის მიწოდება
აზერბაიჯანისთვის. გარდა ამისა, სომხური დიასპორის აზრით აშშ-მ უნდა დაგმოს
აზერბაიჯანის აგრესია და ომის მუქარა და მთიან ყარაბაღს სულ მცირე, 5 მილიონი
დოლარი გამოუყოს.
internet.ge