GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აშშ-ს საელჩომ „ქართული ოცნების“ წერილს უპასუხა
11:14 31.03.2012
დღის სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, „ქართული ოცნების“ მიერ გაგზავნილ ღია წერილს, რომელიც NDI- ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხებოდა, განცხადებით უპასუხა.

 

როგორც საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა შეხედულებების გარკვევაში ეხმარებათ.

 

საელჩოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 23 მარტს გამოაქვეყნა, აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია.

 

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 20 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას. მისი პროგრამები დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

საელჩოს ინფორმაციით, ამგვარი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საკითხები აღელვებს საზოგადოებას ყველაზე მეტად. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს.

 

„დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ინფორმაცია და ანალიზი, რომელსაც გვთავაზობს კვლევა და ის, თუ კვლევის შედეგების რა ცალკეულ ასპექტებზე აპელირებენ ინდივიდუალური მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები და სხვა ორგანიზაციები“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახა კალაძე: პირდაპირი ბერკეტები არ გამაჩნია რომ ტარიფების დაწევა ჩემი ბრძანებით მოხდეს1
ჯეიმს აპატურაი გიგა ბოკერიას შეხვდება2
1,12 მეტრი სიმაღლის ძაღლი გინესის წიგნში მოხვდა3
პოლიციამ ბინის ჩხრეკისას 10 წლის განმავლობაში საძინებელ ოთახში გამოკეტილი ქალი აღმოაჩინა4
ლაშხი ფინალშია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X