კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დავით აღმაშენებლის ღვაწლზე და ქუთაისის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
როგორც ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, am qalaqSi დიდი გაჭირვებაა, ისევე როგორც მთელს საქართველოში.
“მიგვაჩვიეს იმ აზრს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ამაში კი წვლილი, პოლიტიკოსებსაც მიუძღვით. ჩვენ სუფთა, ღირსეულ პოლიტიკას დავამკვიდრებთ. მე სწორედ პოლიტიკამ მომცა თქვენთან გულის გადაშლის შესაძლებლობა. მართალია, ერთბაშად ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ”,- განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, ამჟამად ხალხს უსამართლობა აწუხებს და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემედგ, ეს ასე აღარ იქნება.
internet.ge