ბიძინა ივანიშვილის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის
სფეროს განვითარებისთვის მილიარდი ლარის ინვესტიცია დაიხარჯება. ამის შესახებ კოალიცია
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიცია
„ქართული ოცნება“ საკუთრების ხელყოფას არ დაუშვებს.
„მოისპობა ელიტარული
კორუფცია, პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, ჩვენთვის პრიორიტეტი სოფელია. არ მივაყენებთ
სოფლად მცხოვრებ ადამიანებს 20 ლარიანი ვაუჩერით შეურაწყოფას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ქუთაისელებს
პირობა მისცა, რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა არ დარჩება.
„სოფლის მეურნეობის
განვითარება თავისთავად მეტ სამუშაო ადგილს შექმნის“,- დასძნა ივანიშვილმა.
Internet.ge