ფანჯიკიძე: ხვედელიძის განცხადებასა და ტყვიაგაუმტარი მინის დამონტაჟებას შორის შესაძლოა კავშირი არსებობდეს
ამ დრომდე უცნობი რჩება
დარეგისტრირდება თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი
ამომრჩევლად. როგორც დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა,
მათ აღნიშნულ საკითხზე ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვთ.
„ივანიშვილმა
გადაწყვიტა, არ ისარგებლოს საკონსტიტუციო ცვლილებით და ჩემი აზრით, თუ ადამიანი
ამას არ გამოიყენებს, ის არც დამატებითი ცვლილებებით ისარგებლებს,“ - განცხადა
ფანჯიკიძემ.
პრეს-სპიკერმა
კომენტარი ქუთაისში გამართული აქციის დროს სცენის ტყვიაგაუმტარი მინით დაფარვაზეც
გააკეთა.
„როგორც ჩანს, არის ინფორმაცია, რომ შეიძლება არსებობდეს საფრთხე. ეკატერინე ხვედელიძის მიერ „მაესტროსთვის“
მიცემულ ინტერვიუსა და გუშინ სცენის ტყვიაგაუმტარი მინით დაფარვას შორის,
შესაძლოა, კავშირი არსებობდეს,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის, ბიძინა
ივანიშვილის მეუღლემ „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილის შესაძლო
ლიკვიდაციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ყველამ დაინახა, თუ რა განწყობა არის ხალხში,
როგორი სურვილი აქვს საქართველოს მოსახლეობას და აღნიშნული საფრთხეც გაიზარდა.
"ცოტა მიჭირს
ამაზე საუბარი, მაგრამ თუ ბიძინამ ვერ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა, მაშინ მე
ვიტვირთებ ამ საქმეს, ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა უკვე აღარ არის სასურველი", -
განაცხადა ხვედელიძემ.
internet.ge