GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: სტუდენტები ბევრი პრივილეგიით ისარგებლებენ
15:03 11.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს ახალი ინიციატივები გააცნო.

ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა მომავალი წლიდან იქნება უფასო, წელს კი ამაში ახალგზარდებს 40 ლარის გადახდა უწევთ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გამოცდების თემის პოლიტიზირება მოხდა, რის გამოც ბევრი რამ წელს ვერ მოხერხდა, თუმცა მომავალი წლიდან სტუდენტები ბევრი პრივილეგიით ისარგებლებენ.

„ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და ამაში დიდი წვლილი სტუდენტებმაც უნდა შეიტანონ. ჩვენ გვაქვს სტუდენტური დასაქმების პროგრამა. 25 ათასი სტუდენტი დარეგისტრირდა წელს ამ პროგრამაში და მომავალ წელს ეს პროგრამა 40 ათასამდე გაფართოვდება. ასევე, ვინც წელს მოინდომებს, რომ ამ პროგრამაში მომავალში ისევ იყოს, შეუძლია ახლავე დარეგისტრირდეს და მათ მომავალში დაემატებათ 15-20 ათასი სტუდენტი, ვინც მომავალ წელს მიიღებს ამ პროგრამაში მონაწილეობას. ეს არის დასაქმების პროგრამის განვრცობადობა.

იმედი მაქვს ბიზნესს დავარწმუნებთ, რომ მომავალ წელს ამ პროგრამის თანადამფინანსებლად გამოვიდეს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პერეზიდენტის ინიციატივით, ასევე, სტუდენტებს გრანტის აღების საშუალება ყოველ წელს ექნებათ და გამოცდების გადაბარებით შეეძლებათ 100% იანი გრანტის მიღება.

„ეროვნული გამოცდები გადაგვაქვს სკოლებში, წელს გამოცდებს ძალიან კარგად ჩავატარებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს გამოცდები ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა იყო, მაგრამ ყველაფერს სჭირდება განვრცობა. ადრე შეუძლებელი იყო გამოცდების სკოლებში ჩატარება, თუმცა ახლა ეს ყველაფერი შესაძლებელია.  სკოლებში მკვეთრად გაიზარდა განათლების დონე და დაწესებულებები გახდა უსაფრთხო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე, ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, წელს გამოცდების შემდეგ  სააპელაციო ნაშრომებს ისევ ის ადამიანი არ შეამოწმებს, ვინც  გაასწორა.

„შემოვიღებთ სტიპენდიებს რეგიონების სტუდენტებისთვის, რომ შეეძლოთ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ჩასვლა და იქ ცხოვრება. სამართლიანობის ელემენტებია შემოსატანი და ყველას უნდა შეძლოს წინსვლა და  კარიერის კეთება.  

ასევე, საერთაშორისო სერთიფიკატი უნდა დაინერგოს“,- განაცხადა სააკაშვილმა. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ალ-ქაედა ბრიტანეთს კატასტროფით ემუქრება1
სირიის ოპოზიცია დევნილ მთავრობას ქმნის2
ტელეკომპანია იმედი: მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა3
აღსრულების ეროვნული ბიურო ივანიშვილისათვის თანხის დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს4
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X