GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არჩევნებზე ‘’ქდმ" და „ევროპელი–დემოკრატები“ ერთ ბლოკად წარსდგებიან
15:50 11.06.2012
დღის სიახლეები

„ქრისტიან–დემოკრატები“ და „ევროპელი–დემოკრატები“, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ერთ ბლოკად გაერთიანებას გეგმავენ.

ამის შესახებ ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

მისი ცნობით, გიორგი თარგამაძის მოძრაობისა და პაატა დავითაიას პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსულტაციები უკვე გაიმართა და გადაწყდა, რომ ისინი არჩევნებზე ერთ ბლოკად წარდგებიან.

ინფორმაციის გადაწმებას ‘’ინტერნეტ.ჯი" პარტიის ლიდერებთან შეეცადა.

როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ განუცხადა, თვითმართველობის არჩევნებზე, აღნიშნული პარტიების გაერთიანებამ წარმატებას მიაღწია.

მისი თქმით, ბლოკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და პარტიის ლიდერები პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„თვითმართველობის არჩევნებზე, ჩვენ წარმატებული ბლოკი გვქონდა და უმცირესობის ფორმატშიც, კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა, თქვენ ინფორმაციას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“, – განაცხადა დავითაიამ.

რაც შეეხება „ქრისტიან–დემოკარტებს“, ვიცე–სპიკერის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ‘’ქდმ" პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ვერ დავასატურებ, რადგან ამ ეტაპზე,  ბლოკში გაერთიანება სწორად არ  მიგვაჩნია. სანამ, საარჩევნო კამპანია არ დაიწყება და ძირითადი სუბიექტები არ გამოიკვეთება, ბლოკის ჩამოყალიბებაზე საუბარი არ არის“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ  „ქრისტიან–დემოკრატები“, ‘’ევროპელი დემოკრატები“ და „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ 2010 წელს, თვითმართველობის არჩევნებზე,  ერთ ბლოკად წარსდგა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთში რუსულ პენსიას 32 ათასი ადამიანი იღებს1
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება2
კოტე კუბლაშვილი: მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობა იგრძნობა3
ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სამინისტროში დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა4
მანიაკმა სასტიკად ნაწამები მსხვერპლი ცოლად მოიყვანა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X