GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება: შესაძლოა ახლო მომავალში მოსკოვმა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს
13:02 31.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-19 რაუნდის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრები ცხადყოფენ, რომ პროცესს გააჩნია სწორი მიმართულებით სვლის პოტენციალი და შესაძლოა, რომ ახლო მომავალში მოსკოვმა  ძალის გამოუყენებლობის  ვალდებულება აიღოს.

 

ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

უწყების ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი 2012 წლის 8 ივნისს      გაიმართება.

 

„ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით მე-19 რაუნდის ფარგლებში ჩატარებულ პირველი სამუშაო ჯგუფის მთავარ მიზანს კვლავ წარმოადგენს ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე შეთანხმების მიღწევა. აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა პირობის სრულად განხორციელებას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შექმნილ ფონზე, როდესაც რუსეთი ემზადება ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკასია-2012"-ის ჩასატარებლად სექტემბრის თვეში და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ძლიერდება აგრესიული რიტორიკა. რუსეთის მხრიდან ხსენებული ვალდებულების აღება იქნებოდა საპასუხო ქმედება 2010 წლის ნოემბერში თბილისის მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებაზე და ხელს შეუწყობდა ადგილზე არსებული უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესებას და სტაბილურობის განმტკიცებას. ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-19 რაუნდის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრები ცხადყოფენ, რომ აღნიშნულ პროცესს გააჩნია სწორი მიმართულებით სვლის პოტენციალი და შესაძლოა, რომ ახლო მომავალში მოსკოვმა აიღოს ძალის გამოუყენებლობის  ვალდებულება“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

შეხვედრებისას რუსული მხარე გამოეხმაურა ქართული მხარის მიერ გაჟღერებულ შეშფოთებას „კავკასია 2012"-ის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით და განუმარტა მას, რომ ხსენებული წვრთნები მოიცავენ მხოლოდ ოპერატიულ-საშტაბო სწავლებას და მათში მონაწილეობას არ მიიღებენ რუსეთის ის სამხედრო შენაერთები, რომლებიც საკუთრივ რუსეთის ტერიტორიის მიღმა არიან დისლოცირებული.

 

„ქართული მხარე დაელოდება რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების მხრიდან აღნიშნული განცხადების ოფიციალურ დადასტურებას და მდგომარეობის რეალურ განვითარებას, ვიდრე ხსენებულ სიტუაციას შემდგომ ოფიციალურ შეფასებას მისცემს. ქართული მხარის მიზნად რჩება რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, მათ შორის რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა დისლოკაციის იმ ადგილებში, სადაც ისინი განთავსებული იყვნენ 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყებამდე“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკო: ხმის მიცემის პროცედურები მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს1
გაერო: სირიიდან დევნილთა რაოდენობა 150 ათასს აღწევს2
გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეები დასრულდა3
საპარლამენტო არჩევნებს პოლონელი დეპუტატები დააკვირდებიან4
პრეზიდენტმა ბათუმში საზაფხულო თეატრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X