GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველომ BSEC-ის წევრი ქვეყნების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
18:14 12.06.2012
დღის სიახლეები

ბელგრადში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სხდომა გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა, რომელმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა BSEC-ის როლს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში. მან ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, რაც წარმატებული რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის წინაპირობაა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ BSEC-ში არსებული კონფლიქტები და პოლიტიკური უთანხმოებები ხელს უშლის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან იმედი გამოთქვა, რომ BSEC ყურადღებას გაამახვილებს წევრ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებების გადაწყვეტაზე და შეიმუშავებს აღნიშნულ პრობლემებზე კონსულტაციების ქმედით მექანიზმებს.

მინისტრთა საბჭომ განიხილა BSEC-ის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი სტამბოლის დეკლარაციის პროექტი, ფინანსური საკითხები, BSEC-ის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, BSEC-ის დამკვირვებლის სტატუსის განახლების საკითხები, ასევე BSEC-ისა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები.

BSEC-ის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მინისტრებმა მიიღეს შესაბამისი რეზოლუციები, გადაწყვეტილელები და რეკომენდაციები.

მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ზდრავკო პონოშთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
23 წლის ლაშა მაისურაძის მკვლელობა სათვალთვალო კამერის მეშვეობით გაიხსნა1
პრეზიდენტი სააკაშვილი ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებში პროვოკაციის ნიშნებს ხედავს2
აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებმა პაკისტანზე დარტყმა განახორციელეს3
პრეზიდენტი კაპრალ რეზო ალავერდაშვილის ოჯახს უსამძიმრებს4
მინისტრთა კაბინეტის წევრების დასახელება სამშაბათისთვის გადაიდო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X