GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს
12:22 13.06.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ აღასრულებს. ივანიშვილი უარს ამბობს ჯარიმის გადახდაზე, რომელიც მას კონტროლის პალატის საჩივრის გამო დაეკისრა.

როგორც ივანიშვილმა „გურია ნიუსს“ განუცხადა, ეს ყველაფერი აბსურდია და არ აპირებს ჯარიმა გადაიხადოს.

„მოსამართლე ვალდებულადაც აღარ თვლის თავს, ადვოკატს აუხსნას ვითარება იურიდიულად, კანონის საფუძველზე. ხსნიან მარტივად - ეს ხომ ყველამ იცის, ეს ხომ მისი ძმაა, ამ კომპანიასთან ხომ ადრე ჰქონდა რაღაც ურთიერთობა. ეს ისეთი აბსურდია, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილს არ აქვს პასუხი, რა იქნება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში.  „რა იქნება შემდეგ, ეს ხელისუფლებამ უნდა თქვას“ - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 11 ივნისს, 148 მილიონი ლარით დააჯარიმეს. ივანიშვილმა ეს თანხა შვიდი დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ჯარიმის გადახდა ნებაყოფლობითია. თუკი „ქართული ოცნების“ ლიდერი უარს  იტყვის ჯარიმის გადახდაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო  სამართლის აღსრულების იძულებით წესს გამოიყენებს და მის ქონებას ყადაღას დაადებს. ყადაღა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ვრცელდება, რომელიც პოლიტიკოსს საქართველოში აქვს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული ქალაქი იპოვეს (VIDEO)1
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია2
„იმედიდან“ 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის4
მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე მივა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X