საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს, უკრაინაში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში
გრიგოლ ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, ასევ პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს
შეხვდება.
„ჩვენ უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა სურვილი გვაქვს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების მიღმა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე გადაყვანის კარგი საწინდარი იქნება“,-
განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
Internet.ge