პარლამენტის
თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ბანკების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებასთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, კატეგორიულად უარყოფს.
როგორც
ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, დაფინანსებას თავისი წესები აქვს, რაც დაცული იქნება.
„ეს შეხვედრები დახურული არ არის და მედიის
წარმომადგენლებს გამოსვლის სრული ტექსტებიც აქვთ ხოლმე.
ბანკის
თანამშრომლების გარდა, გუშინ, დევნილებსა და პედაგოგებს შევხვდი და ზუსტად იგივე წარმატებით შეგიძლიათ თქვათ,
რომ კამპანიას დევნილები ან პედაგოგები აფინანსებენ, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის.
არც ბანკის თანამშრომლები, არც დევნილები და არც სხვა ჯგუფის წარმომადგენლები,
რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით, ჩვენს
კამპანიას არ აფინანსებენ“, – აცხადებს
სპიკერი.
გავრცელებული
ინფორმაციით, 12 ივნისს დავით ბაქრაძე და ნიკა გილაური სასტუმტო „ტიფლის თაუერში“ „ვი-თი-ბი“ ბანკისა და „ტაო პრივატ ბანკის“ თანამშრომლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
Internet.ge