პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები დღეს
ჟურნალისტებთან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა დაასახელა.
კოალიციის შიდა გამოკითხვების თანახმად, სამგორის რაიონში - სოზარ სუბარი, ვაკეში - ლევან ბერძენიშვილი, ნაძალადევში - ეკა ბესელია, მთაწმინდაზე - ვახტანგ ხმალაძე, დიდუბეში - დავით ბერძენიშვილი, ჩუღურეთში -
ვიქტორ დოლიძე, კრწანისის რაიონში კი -
გია ცაგარეიშვილი და შოთა ხაბარელი ლიდერობენ.
საბურთალოში, ისნისა და გლდანის რაიონებში, თინათინ ხიდაშელი ლიდერობს.
ცნობისთვის, მაჟორიტარი კანდიდატები შიდა გამოკითხვების შედეგად მიღებული რეიტინგების მიხედვით
დასახელდნენ.
“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი კანდიდატების გამოსავლენად ორი კვლევა ჩაატარა. პირველი კვლევა აპრილში იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მეორე კი მაისში - ზურაბ ბიგვავას ხელმძღვანელობით.
ამასთან ბერძენიშვილმა განმარტა,
რომ კვლევის შედეგები არ ნიშნავს, რომ ზემოხსენებული პოლიტიკოსების მაინცდამაინც თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდებიან.
internet.ge