მიხეილ სააკაშვილმა ბულგარეთის მთავრობის წევრებს უმასპინძლა
21:35 01.04.2012
|
დღის სიახლეები
|
პრეზიდენტის სასახლეში, დღეს მიხეილ სააკაშვილმა, ბულგარეთის
პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პროექტების
განხორციელება, რეგიონალური თანამშრომლობა და ევროსტრუქტურებში
ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა იყო. ბოიკო ბორისოვმა საკუთარი ქვეყნის
სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა ნატოსა და
ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ დაწყებული მოლაპარაკების პროცესსა და ევროპასთან ვიზების
ლიბერალიზაციის საკითხებში. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|