GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ბანკირებს საკრედიტო პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
22:27 15.06.2012
დღის სიახლეები

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბანკებს მოუწოდებს შემოსვლებს ნუ დახარბდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში  ანტისაბანკო განწყობას მიიღებენ.

როგორც ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის გახსნისას პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანას შანსი აქვს, მომავალ წელს, საინვესტიციო განაკვეთზე გადავიდეს,  იქ საიდანაც ესპანეთი და ინდოეთი ჩამოაქვეითეს, მაგრამ საჭიროა ყველამ იმუშაოს იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის კრედიტი ხელმისაწვდომი იყოს და კრედიტის აღებას ეკონომიკური აზრი ჰქონდეს.

სააკაშვილის თქმით, ის ქვეყნის მასშტაბით ბევრს დადის და უამრავი ადამიანი ხვდება, რომელთაც ბანკებმა იპოთეკური კრედიტის გადაუხდელობის გამო კუთვნილი ბინები ჩამოართვეს.

„უამრავი ადამიანი მხვდება, რომელსაც ჰქონდათ - ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახანი ბინები, რომლებიც ბანკებმა წაართვეს და ხალხი ქუჩაში დარჩა. ხალხო ფრთხილად იყავით. ქალაქებში ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი ჯგუფი ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც თქვენს მიერ გაღატაკებულები არიან და ნუ იტყვით, რომ ეს მათი გადაწყვეტილება იყო. ნუ გააკეთებთ იმას, რომ მივიღოთ მთელი კლასი აბსოლუტურად გაღატაკებული, დამშეული და განადგურებული ხალხისა.

გუშინ, ოჯახი ვნახე, რომლის 12 წევრი გადანაწილებულია შვიდ ადგილას, რადგან მათ საცხოვრებელი აღარსად აქვთ.  ძალიან გთხოვთ, რომ ფრთხილად იყავით, რადგან საქართველოში ანტისაბანკო განწყობას მიიღებთ. ნუ გამოკიდებით და ნუ დახარბდებით ასეთ შემოსავლებს და ნუ გააჩენთ კლასობრივ შუღლს. არ არის საჭირო, რომ უკიდურესი გაღატაკებით ვინმემ ფული გააკეთოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ლიბერთი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია1
შს სამინისტროს დანაყოფები საქართველო-რუსეთის საზღვართან რჩებიან2
გიგი უგულავა სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება3
სახანძრო და სამაშველო სამსახური „ლიბერთი ბანკში“ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 14 სექტემბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X