პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი მოიგებს და
ამბობს, რომ პოლიტიკურ კორუფციას, ხმებისა და ამომრჩევლის მოსყიდვას არ დაუშვებენ,
რადგან ქვეყნის მომავალი გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მილიარდები.
როგორც
ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის გახსნისას, პრეზიდენტმა განაცხადა, ხელისუფლება
არ დაუშვებს, არჩევნებმა ან პოლიტიკურმა პროცესებმა ეკონომიკური განვითარება
შეაჩეროს.
„გუშინ
ვუყურებდი ‘’ქდმ"-ს და ისინი ყოველდღე ხალხს რაღაც ახალს პირდებიან, მაგრამ მათი
დანაპირები რომ დავთვალე ლამის ყურმილი ავიღე და გიორგი თარგამაძეს დავურეკე, რომ
მეთქვა, თქვენი დანაპირები უკვე 10 მილიარდიან თამასუქებს გადაცდათქო. დარწმუნებული,
ვარ ამ არჩევნებს მოვიგებთ, მაგრამ მსგავსს არავის არაფერს ვპირდებით და გამოვდივართ
იქიდან, რაც საქართველოს გააჩნია“, - დასძინა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა
გამოსვლისას, რუსეთისა და ქართულ პოლიტიკაში რუსული ფულის შემოდინებაზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ კრემლის პირდაპირი მითითებით საქართველოში ძალიან დიდი რუსული ფული
შემოდის და ადამიანი ძალიან ბრიყვი და ბრმა უნდა იყოს, რომ ვერ მიხვდეს რა ხდება.
„ამის
მიუხედავად, ერთი პრობლემა აქვთ „ჩვენს მეგობარ ფულის გამომგზავნებს“ და მათ აქაურ
წარმომადგენლებს. საქართველოში იყიდება რომელიმე დეგრადირებული პოლიტიკოსი ან
დეკლასირებული, ამასთან, საქართველოში ყოველთვის იყო ხალხი, რომელიც ნებისმიერ ფულზე გაიყიდება და
ეშმაკს სულს მიყიდის, მაგრამ საქარველოში
არ იყიდება ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. ეს არის სიამოვნება
არაკორუმპირებული ქვეყნის. შეგიძლია იყიდო
წარსულის რომელიმე სახე, რომელმაც კრედიტი ვერ დააბრუნა და აღარ იცის ვის მიეყიდოს,
მაგრამ ვერასდროს იყიდი ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს. არ დავუშვებთ, რომ ხმები,
ამომრჩევლები და პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს ერთ მილიარდად, ათ მილიარდად თუ
ას მილიარდად, რადგან ქვეყნის მომავალი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე მათი მილიარდები
და ბევრად მეტი, ვიდრე იმ ადამიანების გაუფასურებული სინდისი, საკუთარი თავის
პატივისცემა და ღირსება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge