აშშ-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ამნისტია გამოუცხადოს
ახალგაზრდა არალეგალ იმიგრანტებს და მათ ქვეყანაში დარჩენისა და მუშაობის შესაძლებლობა
მისცეს. ამის შესახებ ოფიციალურად პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა. მისი ინიციატივა შესაძლოა
800 000-მდე ადამიანს შეეხოს.
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ჟანეტ ნაპოლიტანომ
განმარტა, თუ ვის შეიძლება შეეხოს ამნისტია. კანდიდატები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა
აკმაყოფილებდნენ: აშშ-ში ჩამოსული უნდა იყოს 16 წლის ასაკში მშობლებთან ერთად და ქვეყნის
ტერიტორიაზე ცხოვრობდეს მინიმუმ 5 წელი; ამ პერიოდის განმავლობაში დამთავრებული უნდა
ჰქონდეს სკოლა, ან მოხდილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური, და არც ერთხელ არ უნდა
ჰქონდეს დარღვეული კანონი; ამასთანავე, მოცემული დროისთვის, მისი ასაკი 30 წელს არ
უნდა აღემატებოდეს.
ვინც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შეუძლია დარჩეს ამერიკაში
და მიიღოს მუშაობის უფლება 2 წლით, ამ ვადის გახანგრძლივების პერსპექტივით. ადმინისტრაციის
განცხადებით, ეს არ ნიშნავს მოქალაქეობის მინიჭებას - ამასთან დაკავშირებით ცალკე განაცხადის
შეტანაა საჭირო.
იმიგრანტებს, რომლებიც მოცემულ
კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, დეპორტაციას გაუკეთებენ. გასულ წელს ამერიკიდან
400 ათასი ადამიანი იქნა დეპორტირებული. წინასწარი ინფორმაციით, წელსაც არანაკლებ მაჩვენებელს
ელიან.
Internet.ge