GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გრიგოლ ვაშაძე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
11:18 16.06.2012
დღის სიახლეები

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებდა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან, პირველ ვიცე პრემიერ-მინისტრთან ვალერი ხოროშევსკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კოსტიანტინ გრიშჩენკოსთან, უმაღლესი საბჭოს (ვერხოვნა რადა) თავმჯდომარესთან ვოლოდიმირ ლიტვინთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის შემდგომ სრულყოფაზე, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ ურთიერთობებს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების ერთობლივ განხორციელებას. მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეულ შედეგებზე. განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით და ოქმს „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ". შეხვედრის დასასრულს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დიაგნოზის გაგების შემდეგ 35 წლის ქალი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა1
სტარტი ევროტურნირებზე: “ტორპედო”-“აკტობე” 1:1. “ტეუტა”-“მეტალურგი” 0:32
გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს საგანგებო წერილით მიმართავს3
ყველაზე ძვირადღირებულ ყავას სპილოს ფეკალიებისგან იღებენ4
ქვრივმა შვილზე შურისძიების გამო ქონება ძაღლს დაუტოვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X