საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
განცხადებით, უახლოეს თვეებში საქართველოს თანამემამულეთა სრულიად მსოფლიოს ქართველთა წარმომადგენლობით საბჭოს აირჩევენ და ასამბლეა შეიქმნება.
აღნიშნული
ინიციატივა პრეზიდენტმა დღეს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას გააჟღერა.
ქვეყნის
პირველი პირის თქმით, სრულიად მსოფლიოს ქართველთა ასამბლეის შტაბბინა თბილისში განთავსდება.
„მოეწყობა რეგულარული სესიები.
ეს იქნება ხმა,
რომელსაც ჩვენი თანამემამულეები მთელი მსოფლიოდან მიაწვდიან საქართველოს
და საქართველოდან მთელს მსოფლიოს. ჩვენ ვხსნით
საკვირაო სკოლებს ყველგან. ამ მხირვ ძალიან
გვეხმარება საქართველოს ეკლესია. ჩვენ ყველგან ვაკეთებთ დიასპორების შეკრების ორგანიზებას. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს თვეებში, ამ თანამემამულეთა მოწმობის საფუძველზე ავირჩიოთ საქართველოს თანამემამულეთა სრულიად მსოფლიოს ქართველთა წარმომადგენლობითი საბჭო“, - განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge