ცხინვალელი ე.წ. დეპუტატი, პოლიტოლოგი გენადი კოკოევი
აღიარებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე საქართველოს მხრიდან ხელის მოწერის შემთხვევაში, მას
იურიდიული ძალა მაინც არ
ექნება და ის საქართველოს ვერაფერს დაავალდებულებს.
კოკოევის თქმით, ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი იურიდიულ
ძალას მაშინ შეიძენს, როცა თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას
აღიარებს. თუმცა ის იმავდროულად დასძენს, რომ საქართველოში „არ ეგულება“ ისეთი
პოლიტიკოსები, რომლებიც ამას გააკეთებენ.
კოკოევი აცხადებს, რომ მანამ, ვიდრე საქართველო ცხინვალს
თანაბარუფლებიან სუბიექტად არ თვლის, თბილისს ყოველთვის ექნება „მოედანი
მანევრებისთვის“. ანუ თბილისს მარტივად შეუძლია უარი თქვას იმ დოკუმენტებზე,
რომლებსაც ჟენევის
დისკუსიების ფორმატში ეწერება ხელი.
Internet.ge