ბიძინა ივანიშვილის პრესსიკერი მაია
ფანჯიკიძე, კოალიციის შიგნით,
„რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის დაპირისპირებას არ
ადასტურებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
ფანჯიკიძემ განაცხადა, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
„ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და ის ძალები
გააერთიანა, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ
„რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“
შორის მაჟორიტარების საკითხზე დაპირისპირებაა სიმართლეს არ შეესაბამება“,-
განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ასევე არ შეესაბამება
სიმართლეს ის ინფორმაცია, რომ დავით ბერძენიშვილი გუშინდელ აქციაზე არ იმყოფებოდა.
„ბერძენიშვილი მომხრეების კოლონას
ჩოხატაურიდან ჩამოჰყვა. ხმები, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა, არასწორია“,-
განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge