ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით,
სააკაშვილი ვერ გაბედავს არ მიანიჭოს მოქალაქეობა ივანიშვილის. ამის შესახებ,
განცხადება მან დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, კოალიციას აქვს გარკვეული გეგმა, რომელიც
აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდება.
"მოქალაქეობის აღდგენის საკითხს ორი მხარე აქვს: ეს არის
სამართლებრივი და პოლიტიკური. ნათელია ის ფაქტი, რომ ეს საქმე ჩვეულებრივი არ
არის.
5 აპრილს იყო ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ბოლო ვადა
ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მათ დამატებითი დრო აიღეს და ალბათ ეს კანონიერია. იმედი მაქვს, რომ ისინი კანონს არ არღვევენ.
პოლიტიკურად კი ხელისუფლებაზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება და მიგვაჩნია, რომ ვერ
გაბედავს სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინოს - განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge