GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ახლები“ ხელისუფლებას მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესში ხელისშეწყობისკენ მოუწოდებენ
15:48 18.06.2012
დღის სიახლეები

„ახალი მემარჯვენეები“ ფოთში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და გაზიფიცირების საკითხებზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურნენ. ამ თემაზე „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

როგორც „ახალი მემარჯვენეები“ აღნიშნავენ,  საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღიარა, რომ რაიონებში გაზიფიცირების პროცესში სერიოზული შეფერხებებია, რადგან კომპანიები კაბალურ პირობებს აყენებენ.

მათი ინფორმაციით,  „სოკარი“ და „იტერა“ მონოპოლისტი კომპანიები არიან და რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების სტანდარტებს და ფასებსაც დამოუკიდებლად, საკუთარი სუბიექტური შეხედულებებისამებრ აწესებენ.  რაიონებსა და განსაკუთრებით სოფლებში მოსახლეობას სახლებში გაზის შეყვანა  კაბალური პირობებით უწევთ. ამ მიზნით „სოკარიც“ და „იტერაც“ ოჯახებს 500–600 ლარს და რიგ შემთხვევებში კი, 700 ლარამდე თანხასაც კი ახდევინებს. მაშინ როცა, თავად გაზის მრიცხველის ღირებულება 120 ლარს შეადგენს, ხოლო გაზის მილების შეძენის ღირებულება საერთოდ უმნიშვნელო დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

„ახალი მემარჯვენეები ხელისუფლებას რეკომენდაციით მივმართავთ, შეიქმნას მოსახლეობის სახლებსა და ბინებში გაზის შეყვანის რეალურთან მიახლოვებული ერთიანი სტანდარტი და ერთიანი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც სავალდებულო იქნება როგორც „სოკარისთვის“ და „იტერასთვის“, ასევე გაზგამანაწილებელი სხვა კომპანიებისათვის;

შემუშავდეს სახლებსა და ბინებში გაზის შეყვანის ღირებულების გრძელვადიანი განვადების სისტემა, ან აღნიშნული თანხების ასახვა მოხდეს გაზის ერთიან ტარიფში;

გაიცეს სახელმწიფო გარანტია, რათა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა უზრუნველყონ საერთაშორისო (მაგალითად, ევროპული) სესხის აღება და მოსახლეობის ინდივიდუალური გაზიფიცირების და გაზის მრიცხველის თანხები საკუთარ თავზე აღება“,- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კალანდაძემ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ქართული სიტყვის" ჟურნალისტს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა1
ბიძინა ივანიშვილი: მოვახერხებთ, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა2
შემზარავი ავარია, რომელსაც დედა-შვილი შეეწირა, გამვლელმა გადაიღო (VIDEO)3
აფხაზეთში დაკავებულ თორაძეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)4
მინაშვილი: MUST CARRY-ის პრინციპებზე ჯონ ბასი ზოგადად საუბრობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X