ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის წევრების სამივლინებო ხარჯებზე ინფორმაციას ითხოვს.
როგორც პარლამენტის
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ბაღათურიამ განაცხადა, საბიუჯეტო სახსრები ყველაფერთან ერთად, პარლამენტის წევრების დროსტარებაზე იხარჯება.
დეპუტატი
ინტერესდება შარშან, სექტემბერში, კლაიპედაში, რა დაჯდა დეპუტატების მოგზაურობა.
„პარლამენტისა და მთავრობის წევრების სამარცხვინო ფოტომასალა მაქვს, თუ რითი ერთობოდნენ ისინი და კონკრეტული მინისტრები ბიუჯეტის ხარჯზე, როგორ ფლანგავდნენ თანხებს. როცა მინისტრი და პარლამენტის წევრი საზღვარგარეთ იმყოფება, როგორც ოფიცილაური პირი და არაფხიზელ მდგომარეობაში ცუდათ იქცევა, ეს სრულიად სამარცხვონოა“, – დასძინა მან.
ბაღათურიას
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე
გამოეხმუარა და ოპოზიციონერს კონკრეტული მივლინებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა ურჩია.
Internet.ge