GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კუბლაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს ტყუილებს თავი დაანებონ
14:08 19.06.2012
დღის სიახლეები

მმართველი გუნდის წევრი, პავლე კუბლაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს – მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე,  ტყუილებს ნუ ილაპარაკებენ.

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კუბლაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ და ოპოზიციონერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტყიბულის მოსახლეობას განუცხადეს, რომ ქალაქში ბეტონის გზები თითქოს იაპონიის მთავრობამ დააგო.

„ლორთქიფანიძეს ტყიბულში სტუმრობას ვულოცავ, მაგრამ ოპონენტებს მოვუწოდებ ტყუილებით შეხვედრებს ნუ გამართავენ. სხვა დროს, როცა ასეთ რაიმეს მოიფიქრებთ, სჯობს, სხვა ქვეყანა დაასახელოთ, რომელიც ახლოს იქნება და ამბავი რეალისურტურად გაჟღერდება“, – მიმართა ლორთქიფანიძეს უმრავლესობის წევრმა.

ამას გარდა, კუბლაშვილმა ტყიბულში არსებულ სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობას კვლავ უჭირს, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემები შრომით და სოფლის მეურნეობის განვითარებით დაიძლიოს.

„დაგეთანხებით და გეტყვით, რომ შახტაში მართლაც 1200 ადამიანი მუშაობს, მაგრამ როცა 2005 წელს, შახტის რეკონსტრუქციას ვიწყებდით, ყველა ამბობდა, რომ სჯობდა ეს შახტები დალუქულიყო, რადგან მისი აღდგენის არავის სჯეროდა. იქ გასულ წლებში, 300 ადამიანი იყო დასამქბეული, რომლებიც  მიზერულ ხელფას იღებდნენ. ახლა კი, 300 ადამიანის ნაცვლად,  1200 დასაქებულია, რომელთა საშუალო ხელფასი 800 ლარია, ხოლო ვინც მიწიდან  400 მეტრის ქვემოთ საქმიანობს, მათი ხელფასი 1200 ლარია, რაც, რა თქმა უნდა, ცოტაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესები წინ წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 2005 წელთან შედარებით, დღეს ტყიბულში 900 ოჯახით მეტია დასაქმებული“, – მიმართა ლორთქიფანიძეს კუბლაშვილმა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილი: ჩვენი ამოცანაა 500 სასოფლო სამეურნეო საწარმო შევქმნათ1
ბაქრაძე: ეუთოს რეზოლუცია დადებითია მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მას მყისიერად არ შეასრულებს2
სამტრედიაში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა3
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს4
რუსეთში ემბრიონების სკანდალი გრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X