„სახალხო კრება“ მაჟორიტარ დეპუტატთა შესაძლო კანდიდატებზე კოალიცია
„ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა
ივანიშვილთან გაივლის კონსულტაციას.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა სოსო
ჯაჭვლიანმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საინიციატივო ჯგუფი დღეს იმსჯელებს. შეხვედრა კი ორ დღეში შედგება.
„არ გვინდა საზოგადოებამ ისე ჩათვალოს, რომ ბიძინა ივანიშვილთან
შემხვედრ ნაბიჯებზე იმიტომ მივდივართ, რადგან კოალიციის წევრობა გვინდა, უბრალოდ
ჩვენ საერთო ფრონტის შქმნას ვთავაზობთ ივანიშვილს. მით უფრო იმის შემდეგ, რაც
კოალიციის ლიდერმა თქვა - ივანიშვილი მაჟორიტარ კანდიდატების მოხსნის იმ
რაიონში სადაც “სახალხო კრება” თავის წარმომადგენელს დაასახელებს“,- აღნიშნა
ჯაჭვლიანმა.
სააგენტოს კითხვაზე, ხომ არ მიმდინარეობს საინიციატივო ჯგუფში კოალიციასა
და კრებას შორის შესაძლო ალიანსზე საუბარი და მოხვდება თუ არა ამ გაერთიანებაში
ნინო ბურჯანაძე, ჯაჭვლიანი ამბობს მხოლოდ იმას, რომ ნინო ბურჯანაძე
წარმომადგენლობითი კრების ყველა გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსშია.
„ყველაფერი დღეს გახდება ცნობილი“,- დასძინა ჯაჭვლიანმა.
Internet.ge