პარლამენტის ვიცე-სპიკერი
რუსუდან კერვალიშვილი „გლობალ TV“-ის ანტენებთან დაკავშირებით
მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკასთან არ აიგივებს.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს
კერვალიშვილმა განუცხადა, ის, რაც „ციცინათელასთან“ დაკავშირებით ხდება, ამას
განსაკუთრებით განიცდის, რადგან ის ბებიაა.
„ციცინათელასთან
დაკავშირებით, ჩემს უსაზღრო გულის ტკივილს გამოვხატავ. ვინაიდან, ბებია ვარ, ეს განსაკუთრებული
ადგილია და ეს საკითხი ძალიან მაწუხებს. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას,
კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ და ვიცით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების
შემდეგ, საქმის კონკრეტული აღსრულება ხდება. ასე ხდებოდა ილია ჭავჭავაძის დროსაც“, – დასძინა მან.
კერვალიშვილის თქმით, სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არ შეიძლება
პოლიტიკასთან იყოს გაიგივებული.
internet.ge