„ნაციონალური მოძრაობის“ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მისაბიშვილი იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“
სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი,
ყოფილი დეპუტატი – გურამ მისაბიშვილი იქნება.
ამის შესახებ ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს
სანდო წყარომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მისაბიშვილის
კანდიდატურასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოზიციები უკვე ჩამოყალიბებულია.
შეგახსენებთ, რომ მისაბიშვილი
სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი 2008 წელსაც გახდა, თუმცა, გასულ წელს, პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი კანონმდებელი სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორად
დანიშნა.
internet.ge