ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცადებით, მას არ
მიეცა საშუალება, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას სრულად
გასცნობოდა, თუმცა მის ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე ის ეკატერინე
ზღულაძის შეფასებას აბსურდულს უწოდებს.
ამის შესახებ განცხადება, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, შს მინისტრის მოადგილის განცხადება ჩამოუყალიბებელია. პრესსპიკერის
განცხადებით, ის აღნიშნულ საკითხზე, ყევლა შეკითხვას პასუხს, ორშაბათის ტრადიციულ
ბრიფინგზე გასცემს.
„მე არ მომეცა საშუალება დეტალურად გავცნობოდი ზღულაძის განცხადებას,
რადგან გერმანიის კონსულთან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. თუმცა რადიოთი მოვისმინე,
მაგრამ ვერ გავერკვიე ზღულაძის განცხადება რას ეხება“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ინტერნეტ.ჯი“ ასევე დაუკავშირდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს ეკა
ბესელიას. მისი თქმით, ის კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით
გააკეთებს.
internet.ge