GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძე: არჩევნების ხალხის მოსყიდვის მცდელობით მოგებას არ დავუშვებთ
16:07 22.06.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე პროკურატურის მიერ ‘’გლობალ tv"-ის ანტენების დაყადაღების ფაქტს გამოეხმაურა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ინფორმაციის თავისუფლების ჭრილში ვერანაირად ვერ განიხილება შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ან პოლიტიკური პარტია საკუთარი საარჩევნო პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე უფასოდ არიგებს მატერიალურ ღირებულებას.

მისი თქმით, კანონისთვის არანაირი განსხვავება არ არის ეს მატერიალური ღირებულება ანტენა, სარეცხი მანქანა თუ უბრალოდ ქეშით გადაცემული თანხა იქნება.

„ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ასეთი ფაქტი არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ამიტომ, მოდით გავავლოთ მკაფიო ზღვარი სად მთავრდება სიტყვის თავისუფლება და სად იწყება ამომრჩევლის მოსყიდვა. ნებისმიერი მატერიალური ღირებულების ნივთების უფასოდ დარიგება გაცხადებული პოლიტიკური მიზნების სუბიექტის მხრიდან, არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ეს ქართული კანონმდებლობით იკრძალება“,- განაცხადა ბაქრაძემ.

პარალამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში კორუფცია დამარცხებულია და აღარ დაუშვებენ არჩევნების მოგება ქართველი ხალხის ყიდვის ილუზიით და მცდელობით ხდებოდეს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს ინფორმირებულ არჩევანს და ეს ინფორმირებული არჩევანი იქნება არა იმიტომ, რომ ვიღაცა სამადლოდ, საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გამო იყიდის და დაარიგებს უფასო ანტენებს, არამედ იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფო და დემოკრატია ზრუნავს საქართველოში პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე. სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო ხელშეუხებელი და კიდევ უფრო განვითარებული“,- განაცხადა ბაქრაძემ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნასამ დედამიწის ხმა ჩაწერა (VIDEO)1
თამთა ლიპარტელიანის მამას დღეს დაკითხავენ2
მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ბოლოს ვერ მოგვიღებს3
გოდერძის უღელტეხილზე ახალი კურორტი შეიქმნება4
დავით გამყრელიძემ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X