„ქრისტიან-დემოკრატები“ მთავრობას მომავალ კვირას, პარლამენტში, დებატებში იწვევენ.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მინისტრები იმდენად არაპოპულარულები არიან, რომ მმართველ
გუნდს მათი გამოჩენის ეშინია.
მისი თქმით, ამ
მიზეზის გამო, ხელისუფლებას შეხვედრებზე მინისტრების ნაცვლად,
პრეზიდენტი
დაჰყავს.
„როცა პირველი პირი რეალობის განცდას კარგავს, ის ხვალ და ზეგ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იქნება. ვაჟკაცობა ის იქნება თუ ეს მინისტრები პარლამენტში მოვლენ და მოსახლეობას პრობლემებს აუხსნიან. დებატებში გიწვევთ, რა გამოწვევაც უნდა მიიღოთ. ეს უნდა იყოს იდეების შეჯიბრი და არა ფულისა და ძალის“,
– დასძინა ვეფხვაძემ.
internet.ge