ბიძინა ივანიშვილი - "ქართუ ბანკში" და არც ერთ ქართულ ორგანიზაციაში წილი აღარ მაქვს, განაცხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით.
ივანიშვილმა "ინტერნეტ.ჯი"-ს ჟურნალისტის კითხვაზე, მის რა ქონებას ემუქრება დაყადაღება თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაცხადა, რომ ბოლო წილი 2 მაისს გაასხვისა "ქართუ ბანკში" და ის შვილს, უტა ივანიშვილს გადაუფორმა.
ივანიშვილის ინფორმაციით, მისი ქონება საქართველოში მხოლოდ უძრავი
ქონების სახით არსებობს.
„არ
ვაპირებ ჩემთვის უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა გადავიხადო“- განაცხადა ბიძინა
ივანიშვილმა.
internet.ge