GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„როიტერი“ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებულ ანტენების დაყადაღებას ეხმაურება
14:20 23.06.2012
დღის სიახლეები

სააგენტო “როიტერმა”, კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებულ ანტენების  დაყადაღებასთან დაკავშირებით, სტატია გამოაქვეყნა.

როგორც სტატაიაშია ნათქვამი, საქართველოს პოლიციამ დააყადაღა თანამგზავრული ანტენები იმ ეჭვის საფუძველზე, რომ კომპანია ანტენებს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებისათვის არიგებს. ამ ფაქტმა კი, საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობა გაამწვავა.

„პოლიციამ დააყადაღა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი კომპანიის მიმღებები და დაიწყო გამოძიება მოსყიდვის ბრალდებით.პროკურატურის განცხადებით, ქმედება შეიძლება შეიცავდეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, რაც შეიძლება დაისაჯოს, როგორც ჯარიმით, ასევე სამი წლით თავისუფლების აღკვეთით. ამ განცხადების შემდეგ პოლიცია მივიდა იმ საწყობში, სადაც კომპანია ინახავდა მიმღებებს.

ივანიშვილს კი, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. „ქართული ოცნება“ ადვოკატებთან მართავდა კონსულტაციას“,- ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, სტაბილურობა ამ რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისთვის, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია ბუნებრივი აირისთვის, რომელიც კასპიის ზღვიდან მიდის ევროპისაკენ და შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომომარაგებაზე.

სტატაიაში საუბარი, ივანიშვილისთვის დაწესებულ ჯარიმასა და მოქალაქეობის მიღების საკითხსაც შეეხო.

„ივანიშვილმა უარი თქვა რუსულ პასპორტზე და განაცხადა, რომ უარს იტყვის ფრანგულზეც მას შემდეგ რაც ქართულ პასპორტს მიიღებს. ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს მას შევიდეს პარლამენტში – პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეს, რომელმაც 5 წელი იცხოვრა საქართველოში, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა“,- წერს გამოცემა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ინფლაციის დონემ - 0,9 პროცენტი შეადგინა1
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმის ყოფნა არ დასტურდება2
პოლიციელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს3
ჯეიმს აპატურაი: ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს4
ლოპოტას ხეობაში სამხედრო მანქანების გადაადგილება გრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X