საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, აფრიკული ქვეყნების მუდმივ
წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრისას სხვა მრავალ
საკითხთან ერთად, რეგიონში არესებული
ვითარება და ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
მინისტრის
თქმით, შეხვედრაში ცხრა აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
“შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმები დეტალურად განვიხილეთ. ასევე, რეგიონში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ
ჟენევის მოლაპარაკებებზე,
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს მხრიდან გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე. მხედველობაში მაქვს ძალის არგამოყენებაზე იურიდიული ვალდებულების აღება,
ჩვენს მიერ ასევე
კონსტუქციულად წაყვანილი მოლაპარაკებები რუსეთის ვმო-ვმო-ში გაწევრიანების შესახებ და ასევე, ბოლო
ნაბიჯი, რომელიც ცალმხრივ სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხება რუსეთის მოქალაქეებისათვის", - განაცხადა მინისტრმა.
ვაშაძის
განცხადებით, შეხვედრისას საუბარი იყო საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საქართველოს პერსპექტივებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
„აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ კონფლიქტები აფრიკაში და განვითარების პრობლემები. ასევე
ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და განათლების პრობლემატიკა. ჩვენმა მეგობრებმა იციან, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა
აფრიკელი სტუდენტები სწავლობდნენ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის დეფიციტურ სპეციალობებზე", - განაცხადა ვაშაძემ.
Internet.ge