რუსეთი სირიის
პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადასარჩენად საიდუმლო გეგმის შესრულებას იწყებს. ამის
შესახებ გაზეთი „სანდი თაიმსი“ წერს, რომელიც ღნიშნავს, რომ საიდუმლო გეგმა
სირიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.
როგორც გამოცემას რუსმა
დიპლომატმა განუცხადა, რომელიც ვინაობას არ ამხელს, მოსკოვმა ასადს უკვე შესთავაზა
ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ვინაიდან მეამბოხეები უკვე სირიის ტერიტორიის
მესამედს აკონტროლებენ და რუსეთის ხელისუფლება შიშობს, რომ მოქმედ პრეზიდენტს თავის
პოსტზე დარჩენა სულ უფრო და უფრო გაუძნელდება.
მოსკოვი ფიქრობს, რომ
არჩევნები ოპოზიციას შეაკავებს და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ინტერვენციასაც
შეუძლებელს გახდის.
რუსი დიპლომატი იმასაც
ირწმუნება, რომ რუსეთი არ გეგმავს სირიის მოქმედი რეჟიმის დასახმარებლად თავისი
სამხედრო ძალები გაგზავნოს, თუმცა ადასტურებს, რომ ასადის მთავრობას ეს ძალიან
სურს.
Internet.ge